fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

მშრალი საკვების შერჩევა კატეგორიების მიხედვით

Vetnet 07/11/20 კვება

შეხვედით მაღაზიაში, სადაც ცხოველის მშრალი საკვების უზარმაზარი არჩევანია და არ იცით რომელი შეფუთვა აიღოთ? ჩვენს დროში ბუნებრივი მოვლენაა, რომ ცხოველის საკვებზეც იმდენივე „მოდური“ სიტყვა წერია მყიდველის მოსაზიდად, რამდენიც ადამიანის საჭმელზე.

კომპანიები უფრო და უფრო ზრუნავენ შეფუთვის დიზაინზე და მრავალი დამაბნეველი ტერმინების გამოყენებაზე არასასურველი ინფორმაციის მისამალად. ამ სტატიაში გაიგებთ თუ რა ინფორმაციას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეფუთვაზე, როგორი შემადგენლობა სჭირდება თქვენს ოთხფეხა მეგობარს და რომელ ინგრედიენტებს უნდა მოერიდოთ.

საკვების კატეგორიები

იმისთვის რომ შევარჩიოთ საუკეთესო საკვები, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ რის შორის ვაკეთებთ არჩევანს. ცხოველის გამოკვება შესაძლებელია სამი ტიპის საკვებით: მშრალი საკვები, სველი საკვები (კონსერვები) და სახლში დამზადებული საკვები.

ცხოველის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ცხოველური ცილები, ცხიმები, წყალი, ვიტამინები, მინერალები.

გთავაზობთ მშრალი საკვების კატეგორიებს და მათ განმარტებებს

ორგანული საკვები

ორგანული საკვები არსებობს ორი სახის. საერთაშორისო სტანდარტით, ორგანულია საკვები, რომლის მთლიანი მასის 70% ორგანული ინგრედიენტებით არის დამზადებული, ხოლო USDA-ის სტანდარტით, მასის 95% უნდა იყოს ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული.

გაითვალისწინეთ, რომ ორგანული არ აღნიშნავს ხარისხის სტანდარტს. ის შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ისე დაბალი ხარისხის ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებული.

ნატურალური საკვები

ცხოველის ნატურალურ საკვებში დაუშვებელია ხელოვნური საღებავის, არომატის ან ინგრედიენტის არსებობა (ვიტამინების და მინერალების გარდა). ამ შემთხვევაშიც, არსებობს მაღალი და დაბალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტები.

მხოლოდ ეს ორი ტერმინია საკვების ოფიციალური ტიპი. ყველა ქვევით ჩამოთვლილი მარკეტინგული კონცეპტია.

კომპლექსური საკვები

ეტიკეტი გულისხმობს, მიუხედავ იმისა, რომ ინგრედიენტები ისეა შერჩეული, სათითაოდ ვერ უზრუნველყოფს ცხოველისთვის რაიმე სარგებლის მოტანას, მათი ერთობლიობით იქმნება სრულყოფილი საკვები.

რეალურად კი ეს ფორმულა, როგორც წესი, გაჯერებულია ხილით და ბოსტნეულით, რაც საერთოდ არაა საკმარისი თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ადამიანისთვის გამოსადეგი საკვები

მსგავსი ეტიკეტის მიხედვით, საკვებში გამოყენებულია ადამიანის კვებისთვის ვარგისი პროდუქტები.

თუმცა ყველაზე კარგ შემთხვევაში, საკვებში შემავალი ხორცი არის ნარჩენები, ადამიანის საკვებში გამოყენებული ხორცისა. ხშირად კი ისეთ ხორცსაც იყენებენ, რომელიც ადამიანის საკვებში ვერ გამოიყენება (სხვადასხვა მიზეზების გამო), თუმცა დასაშვებია მათი ცხოველის კვებაში გამოყენება.

სუპერ პრემიუმი, პრემიუმი, ეკონომი

სუპერ-პრემიუმი – უფრო ძვირი და ხარისხიანია, ვიდრე პრემიუმი. ინგრედიენტების სიაში პირველი აუცილებლად ხორცია.

პრემიუმი –  უფრო ძვირი და ხარისხიანი, ვიდრე ეკონომი, ინგრედიენტების სიაში იქნება ხორცი, ან მარცვლეული.

ეკონომი – ყველაზე იაფი და შედარებით უხარისხო საკვები, რომლის ინგრედიენტების სიაში პირველი აუცილებლად იქნება მარცვლეული.

მიჩნეულია, რომ სუპერ-პრემიუმ საკვები სრულად უზრუნველყოფს ცხოველს საჭირო ნუტრიენტებით, მინერალებითა და ვიტამინებით, რაც ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

პირველი ინგრედიენტი – ხორცი

შემადგენლობის ჩამონათვალში ინგრედიენტების რიგითობა განისაზღვრება მათი მასის მიხედვით. რომელიც ყველაზე მეტია, ის სიის სათავეში ხვდება.

თუ პირველ ინგრედიენტად წერია ხორცი, თუმცა შეფუთვაზე ვერსად ხედავთ სუპერ-პრემიუმ-ის აღნიშვნას, მაშინ კარგად დააკვირდით შემადგენლობას. დიდი ალბათობით, ამ საკვებში იქნება რამდენიმე სახეობის მარცვლეული და თითოეული მათგანი იქნება ნახსენები ჩამონათვალში.

ახალი ხორცი

ეს ეტიკეტირება ძალიან დამაბნეველია მომხმარებლისთვის, რადგან მშრალი საკვების დასამზადებლად აუცილებელია ხორცის გამოშრობა, შესაბამისად, გამომშრალ ხორცს ახალი ხორცი ვერ ერქმევა და გაუგებარია თუ რას გულისხმობენ ახალ ხორცში.

საკვები მარცვლეულის გარეშე

ბოლო დროს მატულობს საკვების შეფუთვებზე მსგავსი წარწერა. წარწერა ნიშნავს იმას, რომ საკვებში არაა გამოყენებული არცერთი სახეობის მარცვლეული. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ თუ ცხოველი იღებს საკვებს, რომელშიც 32%-ზე მეტია პროტეინის შემცველობა და ამავდროულად, ის არ შეიცავს მარცვლეულს, შეიძლება თირკმელების დაავადებები განუვითარდეს.

სპეციფიკური საკვებები

კონკრეტული მწარმოებლები მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა შემადგენლობის და სტრუქტურის საკვებს კონკრეტული ასაკის და ჯიშის ცხოველებისთვის. ასევე არსებობს სპეციალური საკვებები სტერილური, კასტრირებული, გასტრო-ენტერალური პრობლემების მქონე, ჭარბ წონიანი ცხოველებისთვის.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი თქვენი ოთხფეხა მეგობრების კვების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიებს

ძაღლის კვება – რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები

ლეკვის კვება ასაკის მიხედვით

კატის და კნუტების კვება


ძაღლისთვის სახლში დამზადებული საკვების რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები