fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

წესები და პირობები
“vetnet.ge”-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ:
  1. იმოქმედებთ წინამდებარე პირობების შესაბამისად;
  2. არ მოახდენთ “ge”–ის რაიმე ნაწილის კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში “ vetnet.ge ”–ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  3. წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას.
  4. ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს;
  5. არ გამოიყენებთ “vetnet.ge-ის”–ს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას კომერციული მიზნების მისაღწევად;
  6. ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე („კონტენტი“), რომელსაც თქვენ ათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე;
  7. არ განათავსებთ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების ობიექტს, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ხართ აღნიშნული უფლებების მესაკუთრე ან გაქვთ სათანადო ნებართვა ამ უფლებების კანონიერი მესაკუთრისაგან, რათა კონკრეტულად ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ “vetnet.ge”–ს;
“ვეტნეტ”-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ ადასტურებთ, რომ:
  1. პირადი ანგარიშის გახსნისას და აქტიური ანგარიშის ქონის მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
  2. გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ “vetnet.ge”-ს, რათა მან გამოიყენოს ყველა და ნებისმიერი თქვენ მიერ “vetnet.ge”–ისთვის გაგზავნილი ინფორმაცია;
  3. ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ არა ნებისმიერი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი ან/და ყველა თქვენი გზავნილი და დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.
თქვენი ანგარიში და “vetnet.ge-ის”-ის პროფილი
  1. “vetnet.ge”–ს ვებ-გვერდზე ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება აუცილებელია იმისათვის, რათა გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე ან მიიღოთ ნებართვა საიმისოდ, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული სახის ფუნქციები. თუ თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას ან “vetnet.ge-ის” პროფილის შექმნას, თქვენ ამით დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და ნებისმიერი სახის ცვლილებისას შესაბამისად განაახლებთ ამ ინფორმაციას. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიზაციისთვის („vetnet.ge-ის“ „ანგარიშს“, რომელზე წვდომასაც შეძლებთ თქვენი ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტით და პაროლით).
  2. აკრძალულია სხვა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ “vetnet.ge”–ს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი “vetnet.ge-ის„ ანგარიშის მეშვეობით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენებისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ან/და მომსახურებით სარგებლობა განხორციელდა თქვენ მიერ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვენსა და თქვენ შორის განხორციელებული კომუნიკაციის დიდი ნაწილი ემსახურება თქვენი ინფორმირების მიზანს. შესაბამისად, ჩვენ მიერ თქვენთვის შეტყობინებებზე არ ვრცელდება რაიმე სახის ვალდებულება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. სხვა სახის ინფორმაცია, როგორიცაა მომსახურების ღირებულების გადახდისას. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, შეინახება ჩვენი პარტნიორი ბანკის მონაცემთა ბაზაში, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს წვდომა და შესაბამისად, სწორედ პარტნიორი ბანკი არის სრულად პასუხისმგებელი ამ ინფორმაციაზე. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით, თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, რომ “vetnet.ge” უფლებამოსილია პარტნიორებს გაუზიაროს თქვენ მიერ მომსახურების ღირებულების გადახდისას მოწოდებული ინფორმაცია მათი კომერციული მიზნებისათვის, მათ შორის შეთავაზების განსახორციელებლად. ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს და ინკორპორირებულია ამ ხელშეკრულებაში მითითების სახით. ინფორმაციის გადამოწმება თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. დამატებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის. ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე ჩვენ არ ვანხორციელებთ კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებზეც „vetnet.ge”-ი ჰიპერბმულების მეშვეობით ამისამართებს მომხმარებელს. მესამე მხარეთა ასეთი ვებ-გვერდები არ ეკუთვნის ან/და კონტროლდება “vetnet.ge”-ს მიერ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მსგავსი ვებ-გვერდების ან მათი მფლობელი კომპანიების კონტენტზე, ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასა და საქმიანობაზე. “vetnet.ge”–თ სარგებლობით თქვენ უპირობოდ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი და ყველა პასუხისმგებლობისაგან, რაც წარმოიშობა თქვენ მიერ ნებისმიერი მესამე მხარის ვებ-გვერდით სარგებლობისგან. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
  3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს;
მხარეები თანხმდებიან, რომ:
  1. მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  2. კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  3. ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მომხმარებელს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით მის მიერ vetnet.ge-ის ვებ-გვერდზე მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, ხოლო vetnet.ge-ის წერილობით ან/და მის ოფიციალურ ელ-ფოსტის მისამართზე - info@gwg.ge. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
  4. მომხმარებლის მიერ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება/მხარისათვის ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება;
შეწყვეტა “vetnet.ge” უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს ვებ-გვერდის ფუნქციონირება ან ნებისმიერი მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერი მიზეზით შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე. წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაარღვევთ ქვემოთ მოყვანილ ნებისმიერ პირობას. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით ან/და მომსახურებით სარგებლობა. გარანტიებზე უარი
  1. „vetnet.ge” პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება ”vetnet.ge”-ს ვებ-გვერდზე გადასვლა;
  2. „vetnet.ge“ არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა;
  3. „vetnet.ge“ პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე;
  4. „vetnet.ge“ პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო;
  5. „vetnet.ge“ იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა;
  6. „vetnet.ge“-ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა);
კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია ინფორმაციის დამუშავება - მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ „vetnet.ge“-ს მომსახურებით სარგებლობის შედეგად „vetnet.ge“ უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები). მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა-ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიო ჩაწერას, ვიდეო ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. www.vetnet.ge მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, www.vetnet.ge ვებ-გვერდი, www.vetnet.ge მობილური აპლიკაციები ან/და მონაცემთა გადაცემის სხვა ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას. ინფორმაციის გადაცემა/გამოთხოვა მომხმარებელი www.vetnet.ge –ს ანიჭებს უპირობო უფლებას, მომხმარებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე: www.vetnet.ge-მ გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს www.vetnet.ge-ს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია ჩვენს შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების მიზნით; პირდაპირი მარკეტინგი მომხმარებელი ანიჭებს www.vetnet.ge-ს უფლებამოსილებას, www.vetnet.ge-ს სისტემაში დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე www.vetnet.ge-ს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა მანამ, სანამ www.vetnet.ge-ს მომხმარებლისგან არ მივიღებთ სხვაგვარ მითითებას. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და მომხმარებელი არ იქნება უფლებამოსილი www.vetnet.ge-ს მოსთხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები მომხმარებელს მიეწოდება უშუალოდ www.vetnet.ge-ს მომსახურების წერტილებში; მონაცემების განახლება და შენახვის ვადა www.vetnet.ge მიერ წინამდებარე თავში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება www.vetnet.ge მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მომხმარებლის მიერ www.vetnet.ge-ს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, www.vetnet.ge-ს ვებ-გვერდი, www.vetnet.ge-ს მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება მომხმარებლის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ბანკის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.