fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კითხვა-პასუხი

რა სერვისები გაქვთ?

ამჟამად მომხმარებლებს ვთავაზობთ ცხოველების ძიძის, ძაღლის გასეირნების და სახლში მარტივი ვეტერინარული პროცედურების ჩატარების სერვისს.

რომელ ვეტერინარულ კლინიკას გაუწევთ რეკომენდაციას?

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველა კლინიკასთან ერთნაირად ვთანამშრომლობთ, ამიტომ რომელიმე მათგანს პრიორიტეტს ვერ მივანიჭებთ.

რას ემსახურება თქვენი საიტი?

ჩვენი პორტალის მთავარი ამოცანაა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს როგორც  ცხოველების პატრონს, ისე ხალხს, რომელიც სამომავლოდ აპირებს ცხოველის ყოლას. ასევე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებული გვაქვს საქართველოში არსებული ვეტერინარული კლინიკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებასა და განთავსებაზე.

რა ღირს სტერილიზაცია / კასტრაცია?

ჩვენ არ ვართ ვეტერინარული კლინიკა, შესაბამისად არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა ღირს სხვადასხვა მომსახურება სხვადასხვა კლინიკაში. სტერილიზაციის და სხვა პროცედურების ფასის გასაგებად დაუკავშირდით იმ კლინიკას, რომელშიც აპირებთ მისვლას

სასტუმრო თუ გაქვთ?

მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიც არის ვეტერინარის გამოძახება, ცხოველების ძიძა, ძაღლის გამსეირნებელი. სხვა მომსახურება, მაღაზია, კლინიკა ან სასტუმრო ამ ეტაპზე არ გვაქვს