ტოქსოპლაზმოზი კატებში
ტოქსოპლაზომი ერთუჯრედიანი პარაზიტის – ტოქსოპლაზმა გონდიის ( Toxoplasma gondii (T. gondii) ) მიერ გამოწვეული პარაზიტული ინფექციაა. ის მიეკუთვნება კოქსიდიების რიგს. ტოქსოპლაზმოზით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, ფრინველების ჩათვლით, თუმცა პარაზიტის საბოლოო მასპინძელი კატაა.
კატები ინფიცირდებიან დაავადებული ცხოველის ჭამით (მღრღნელები, ფრინველები…), ან სხვა ნივთებთან კონტაქტით, რომლებიც დაბინძურებული იყო ინფიცირებული კატის ფეკალიით.
მას შემდეგ რაც პარაზიტი კატის ორგანიზმში მოხვდება, ის იწყებს გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ტოქსოპლაზმა საკმაოდ მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ და გარემოში თვეობით ძლებს. აბინძურებს, საკვების, წყალს, ბოსტნეულს, ხილს, ბალახს და სხვა ადგილებს, სადაც შეიძლება კატას ჰქონდეს წვდომა. ახალ დაინფიცირებული ცხოველი ტოქსოპლაზმას გარემოში 2 კვირის განმავლობაში გამოყოფს ფეკალთან ერთად.
ადამიანის დაინფიცირება ტოქსოპლაზმოზით ხდება რამდენიმე გზით.
ადამიანებში ტოქსოპლაზმოზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ეს დაავადება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნაყოფის, ახალშობილისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.
უმეტეს შემთხვევაში ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირებული კატები არ ავლენენ გამოკვეთილ სიმტომებს. სიმპტომების გამოვლენა ხდება მაშინ, როცა ცხოველს აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი ან თან ახლავს სხვა დაავადებები, მაგალითად: იმუნოდეფიტიცი ან პანლეიკოპენია. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს ფაღარათით ან უმადობით.
დაავადების მიმდინარეობისას შეიძლება დაზიანდეს ნერვული სისტემაც და იჩინოს თავი შემდეგმა სიმპტომებმა:
ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის, ფიზიკური დათვალიერებისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. არსებობს ტოქსოპლაზმოზის სწრაფი ტესტიც, რომელიც კეთდება სისხლის სინჯით. დიაგნოსტირება შესაძლებელია ფეკალური მასების მიკროსკოპული კვლევითაც.
შეიძლება თქვენს ვეტერინარს დასჭირდეს ისეთი დამატებითი კვლევები, როგორიც არის რენტგენი, შარდის ანალიზი ან სხვა დამატებითი კვლევა რომ მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება.
ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
კატები, რომლებიც სახლში ცხოვრობენ არ ნადირობენ და გარე სამყაროსთან თითქმის არანაირი შეხება არ აქვთ, იშვიათად ავადდებიან ამ დაავადებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი არ ნიშნავს, რომ ადამიანის ინვაზია პარაზიტით აუცილებლად მოხდება.
პრევენციის მიზნით ცხოველი უნდა მოარიდოთ უმი ხორცის ჭამას, არ უნდა ჰქონდეს ცხოველურ ნარჩენებთან წვდომა, მათი ფეკალი ყოველ დღიურად უნდა ასუფთავოთ, სასურველია ეს მოხდეს ხელთათმანებით.
სამწუხაროდ დღეს დღეისობით არ არსებობს ტოქსოპლაზმოზის წინააღმდეგ ვაქცინაცია, არც ცხოველებში და არც ადამიანებში.
კომენტარები