სპარსული კატა ხასიათდება გრძელი ბეწვით, მრგვალი სახით, მოკლე და შორს დასმული ყურებით. მათი წარმოშობის ადგილად დღევანდელი ირანია მიჩნეული. ჯიში ირანიდან იტალიაში, ხოლო თურქეთიდან საფრანგეთში წაიყვანეს. საფრანგეთიდან სპარსული კატა მალევე გავრცელდა ბრიტანეთში, შემდეგ კი მთელ ევროპაში.
მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოშობის ადგილი სპარსეთი (ამჟამინდელი ირანის) დღევანდელ სახეობას წინაპრებთან არანაირი კავშირი აღარ აქვთ.
ჯიში კიდევ უფრო პოპულარული გახდა 1870-იან წლებში, როდესაც სპარსული კატის ჯიში პირველად იქნ წარმოდგენილი კატების გამოფენაზე ლონდონში. პირველად ჯიშის სტანდარტი 1889 წელს იქნა შემუშავებული. სწორედ ამ დროს მოხდა ანგორის და სპარსული კატის დიფერენცირება ერთმანეთისგან.
სელექციის შედეგად სპარსული კატები გვხვდება მრავალგვარი შეფერვით. ასევე ამ პროცესების შედეგად ჯიშს გაუვითარდა ძალიან ბრტყელი სახე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
მოვლა
მათი გრძელი ბეწვი ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს. პირველ რიგში, აუცილებელია მათი ყოველდღიური ვარცხნა, რომ ბეწვი ერთმანეთში არ გაიხლართოს, ხოლო თვეში ერთხელ რეკომენდირებულია მათი დაბანა, რათა ბეწვმა არ დაკარგოს ბზინვარება.
ასევე რეკომენდირებულია თვალების გაწმენდა ყოველდღიურად, რადგან ამ ჯიშის კატებისთვის დამახასიათებელია ხშირი ცრემლდენა.
ისევე როგორც ყველა კატისთვის, ამ ჯიშისთვისაც აუცილებელია კბილების ჰიგიენა და ბჭყალების დაჭრა დროთა განმავლობაში.
უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ ჯიშის კატისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა განსაკუთრებული სიხშირით. სხვა კატებისგან განსხვავებით, სპარსულ კატას გრძელი და მსუბუქი ბეწვი აქვს და შესაბამისად მზად იყავით, რომ ყველგან იქნება მისი ბეწვი.
ხასიათი
სპარსული კატა გამოირჩევა სიმშვიდით და არის სიწყნარის მოყვარული. არ არის ენერგიული და უყვარს ბევრი ძილი თბილ და მყუდრო გარემოში, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ასეთი ჯიშის კატა გეყოლებათ მხოლოდ სახლში.
ისინი საკმაოდ რთულად ითვისებენ რამეს, ძირითადად მოსწონთ ყურება ვიდრე მონაწილეობის მიღება რაიმე აქტივობებში.
ქვები-შარდის ბუშტში და შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებები.
ჰიპერტროფიული კარდომიოპათია, გულის კუნთოვანი კედლების გასქელება.
მსოფლიოში პირველი კატების გამოფენა სპარსული ჯიშის კატამ მოიგო
ჯიშის ტიპები:
კლასიკური- ძველებური ტიპი
ამ ტიპის სპარსული კატისთვის დამახასიათებელია პირდაპირ ან ქვემოთ მიმართული ცხვირი. ხასიათდებიან კარგი ჯანმრთელობით, მრავალნაყოფიერებითა და მოვლის სიმარტივით.
ექსტრემალური ტიპი
მათი ცხვირის წვერი მდებარეობს თვალის შიდა კუთხეების დონეზე. ძირითადად ამერიკული წარმოშობის არიან და ამიტომ ექსრემალურ ტიპს ხშირად ამერიკულსაც უწოდებენ.
თანამედროვე ტიპი
ახასიათბს მსხვილი თვალები, მოკლე და აპრეხილი ცხვირი, ხოლო ცხვირის წვერი მდებარეობს ქვედა ქუთუთოს დონეზე.
ზოგადი აღწერა
თავი და ყურები
თავი მრგვალია, მასიური, ფართო ყურებით. პატარა მომრგვალებული ყურები დასმულია ქვემოთ და განზე, ის მთლიანად დაფარულია ბეწვით, რომელიც ყურის ნიჟარაშიც კი შეინიშნება. შუბლი მრგვალია.
ცხვირი
მოკლეა და ფართო. ცხვირის წვერი კარგად განვითარებულია, ნიკაპი ძლიერი, ყბები და ღაწვები მასიური. კისერი მსხვილი და მოკლე.
თვალები
დიდი, მრგვალი, ბრწყინავი, ერთ ფერში, განზე ჩასმული, ოდნავ გადმოკარკლული.
სხეული
დიდიდან საშუალო ზომამდე. ფართო გულმკერდით, ძლიერი მხრებით. კიდურები მოკლე, ძლიერი და მსხვილი.
კუდი
მოკლე, გვერდიდან აღწევს შუახაზამდე ხოლო დაშვებულ მდგომარეობაში თათებამდე.
ბეწვი
გრძელი, ხშირი, კარგად განვითარებული თივთიკით, რბილი ტექსტურით, რბილი და ბზინავი.
შეფერვა
ერთგვაროვანი შეფერვა: თეთრი, შავი, ცისფერი, წითური, კრემისფერი;
ვერცხლისფერი „შინშილა“ – მუცელი და თავი თეთრია, ხოლო ზურგზე და კუდზე ბეწვში შავი ფერიც ირევა, რაც საბოლოოს მუქ ვერცხლისფერ შეფერვას აძლევს კატას.
ოქროსფერი შინშილა: ასეთი შეფერვის მქონე კატებს მკერდზე და მუცელზე აქვთ კრემისფერი ბეწვი, შავ ფერზე გადასვლა აქაც ისეთივეა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.
წითელი, კრემისფერი, „კუს ბაქანის ფერი“: ამ შეფერილობის კატებს აქვთ ერთი საერთო, თეთრი თივთიკი, რომელიც დაფარულია კრემისფერი ბეწვით და ზედა და უკანა ტანზე გადადის სხვა ფერში. ასეთი შეფერილობები საკმაოდ იშვიათია.
გვხვდება ასევე ზოლიანი სპარსული კატები ყავისფერი, ცისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი.
არსებობს ლაქებიანი ბეწვოვანი საფარველიც და სხვადასხვა ფერთა კომბინაციაც.
ერთი სიტყვით, სპარსული კატა გვხვდება თითქმის ყველანაირი შეფერილობით და ფერთა კომბინაციით.
განსხვავდება თვალების ფერიც, რომელიც შეიძლება ასაკთან ერთად შეიცვალოს.
სელექციის შედეგად მიღებულ ჯიშებს შორის ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა ყველაზე ძველია და დღემდე პოპულარობით პირველ ადგილზეა თავისი წარმოშობის ქვეყანაში.
ბრიტანული კატის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა „ბრიტანული ლურჯი“ რუხი-მოცისფრო ბეწვით, ფორთოხლისფერი თვა...
რა არის რინოტრაქეიტი და როგორ ავადდებიან ცხოველები?
რინოტრაქეიტი არის კატის ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია კატის ჰერპეს ვირუსით (I ტიპი). ნებისმიერ ჰერპეს ვირუსს ახასიათებს სახეობრივი სპეციფიკურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კატის ...
კატარაქტა არის თვალის ბროლის შემღვრევა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბროლში წყლის ბალანსის დარღვევით, ან მასში ცილის შემცველობის ცვლილებით. დაავადება ხასიათდება მხედველობის დაქვეითებით მის სრულ დაკარგვამდე. შეიძლება განვითარდეს ცალ ან ორივე თვალში. დაავადება გ...
კატები წელიწადში რამდენჯერმე ხურდებიან. ახურების დროს ისინი ძალიან თბილები და მოსიყვარულეები ხდებიან, სულ უნდათ მოფერება და როცა მათ ეფერებიან, უკანა ნაწილს მაღლა წევენ, ხოლო უკანა კიდურებით ეხებიან იატაკს. ასეთი ქცევა ხშირად პატრონებს ეშლებათ დაავადებაში ან ტ...
ძაღლის და კატის პირველადი გადაუდებელი დახმარება - II ნაწილი
ხშრად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელთა მოგვარება დამოკიდებულია ცხოველის მეპატრონის ან უბრალოდ ადამიანის რეაგირებაზე. მაგალითად როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს? ან რა მოვიმოქმედოთ თუ ცხოველს უცხო სხეული გაეჩხირა ტრაქეაში და ვერ სუნთქავს?
წინა სტატ...
ჭიებზე დამუშავება - დეჰელმინთიზაცია
ძაღლების და კატების დეჰელმინთიზაცია იწყება 6 კვირის ასაკიდან. 6 თვემდე ჰელმინთებზე დამუშავება საჭიროა ყოველთვიურად, ხოლო 6 თვის შემდეგ - 3 თვეში ერთხელ. თუმცა, პროცედურებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია ცხოველის მოვლა-შენახვ...
ძაღლის და კატის პირველადი გადაუდებელი დახმარება - ნაწილი I
როგორც ადამიანები, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც აწყდებიან ისეთ პრობლემებს როგორიც არის: მოტეხილობა, დამწვრობა, ნაკბენები, მოწამლვა და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ამ დროს და რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას მათ გადასარჩენად.
ა...
კატის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში ცნობილია მეცხრამეტე საუკუნიდან. ისინი ძალიან პოპულარული იყვნენ სიამის მეფის კარზე და სრული თავისუფლება ჰქონდათ სასახლეში. მათ მეფის ტახტზე წოლასაც კი არავინ უშლიდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შესაძლოა სიამის კატა გაცილე...
როგორ გამოვკვებოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი? ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა ამასთან დაკავშირებით. რამდენჯერ ვაჭამოთ დღეში? იქნებ თავისუფალ კვებაზე გვყავდეს? როგორ შევარჩიოთ საკვები და ულუფები? მოდით განვიხილოთ კატის და კნუტის კვების სხვა და სხვა მეთოდები და ვისაუბროთ...
კომენტარები